2025-02-06 20:45:39, 419 ნახვა
პოლიტიკა
ანნე ტოფტ სორენსენი - დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს
„დღევანდელმა შეხვედრამ დაკავებულების ოჯახებისგან და მეგობრებისგან მტკივნეული პერსონალური ისტორიები დაგვანახა საპოლიციო სისასტიკეზე.“- ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი აქციებზე დაკავებულთა ოჯახებთან და ახლობლებთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„დღევანდელმა შეხვედრამ დაკავებულების ოჯახებისგან და მეგობრებისგან მტკივნეული პერსონალური ისტორიები დაგვანახა საპოლიციო სისასტიკეზე, არასაჭირო წინა სასამართლომდე დაკავებებზე და უსამართლო ან გადაჭარბებულ ბრალდებებზე. დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ.“- წერს სორენსენი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,