13:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 19:36:56, 376 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა რეპრესიული ცვლილებები სამი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში, ასევე, შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა. მიღებული კანონპროექტი ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად მიხეილ ყაველაშვილს გადაეგზავნება.

 პარლამენტმა,  მეორე მოსმენისას კანონპროექტში დამატებითი შეზღუდვები შეიტანა, რის შედეგადაც ადრე მხოლოდ ჯარიმით დასჯადი სამართალდარღვევებისთვის პატიმრობის სახით დასჯის მექანიზმიც გაჩნდა.

ცვლილებები შეეხო შეკრება-მანიფესტაციების კანონის მე-9, მე-11 და მე-11 პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს.

ახალი რეგულაციით:

            •          ადმინისტრაციული შენობების, გზებისა და მაგისტრალების ბლოკირების, შეკრებებზე ძალადობისკენ მოწოდების, აკრძალული ნივთების ქონისა და გზის გადაკეტვისთვის გათვალისწინებულია 5000-ლარიანი ჯარიმა ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

            •          თუ აღნიშნული ქმედება ჩაიდენს აქციის ორგანიზატორი, მას 15 000 ლარიანი ჯარიმა ან 20-დღიანი პატიმრობა დაეკისრება.

            •          განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეს 25-დღიანი, ხოლო ორგანიზატორს 60-დღიანი პატიმრობა დაემუქრება.

            •          აქციაზე სახის დაფარვისა და ლაზერის ტარების აკრძალვის დარღვევა თავდაპირველ ვერსიაში მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებდა, ცვლილების შედეგად კი დაწესდა 2000-ლარიანი ჯარიმა ან 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

ოპოზიცია და უფლებადამცველები აღნიშნულ ცვლილებებს ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics