20:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 17:57:39, 498 ნახვა

მსოფლიო
მექსიკამ აშშ-ს საზღვართან სამხედროების გაშვება დაიწყო

 

გასულ კვირას  აშშ-ს პრეზიდენტ, დონალს ტრამპსა და მექსიკის პრეზიდენტ,  კლაუდია შეინბაუმსშორის დადებული ხელშეკრულება უკვე ძალაშია.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკისთვის ტარიფების დაწესების ბრძანებას ერთი თვით შეაჩერებს, სანაცვლოდ, მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა პირობა დადო, რომ ფენტანილის კონტრაბანდის აღსაკვეთად საზღვართან სამხედროებს გაგზავნის. 

მექსიკამ, სამხედროების საზღვართან გაგზავნა ეტაპრობრივად დაიწყო.

"საზღვარზე მუდმივი დაზვერვა იქნება. ამ ოპერაციის მთავარი მიზანია, მექსიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების, ძირითადად კი ფენტანილის კონტრაბანდა აღკვეთოს"– ამბობს მექსიკის ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ლიდერი, ხოსე ლუის სანტოს იზა. 

ამ ეტაპისთვის, საზღვართან 1 700-მდე სამხედრო გაიგზავნა, ხოლო ჯამში ეს რიცხვი 10 000-მდე უნდა გაიზარდოს. 

ცნობისთვის, აშშ-სა და მექსიკის პრეზიდენტებმა შეთანხმებას 3 თებერვალს, მექსიკის, კანადისა და ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიაღწიეს.

დონალდ ტრამპის თქმით, ორი ქვეყანა 1-თვიან შეჩერებას მოლაპარაკებების გასაგრძელებლად გამოიყენებს.

მანამდე, ტრამპმა თქვა, რომ ის კანადის პრემიერს, ჯასტინ ტრუდოს ესაუბრა და რამდენიმე საათში კვლავ გაესაუბრება. კანადისა და ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები ძალაში სამშაბათიდან შევა.

როგორც Reuters აღნიშნავს, აშშ-ს აქციები და სხვა გლობალური ფინანსური ბაზრები სანქციების სავარაუდო ამოქმედების წინ დაეცა.

კვირას, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ტარიფები ევროკავშირის წინააღმდეგაც დაწესდება, თუმცა, არ არის გადაწყვეტილი ზუსტად როდის.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების თქმით, თუ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებს და ევროპულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, ბლოკი საპასუხო ნაბიჯებისთვის მზად იქნება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics