|
2016-03-07 20:32:35, 563 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: კოალიცია გამოდის ინიციატივით, ქორწინება კონსტიტუციის დონეზე იყოს გარანტირებული
კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ქორწინებასთან დაკავშირებით პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, რომელიც ქორწინებას როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკურმა პარტაიმ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, რაც მისივე თქმით, ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კოალიცია ცოტა ხნის წინ გააკეთა მნიშვნელოვანი განაცხადი. კოალიცია დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგია რაც გამყარდა შესაბამისი კანონის მიღებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით და ერთხმად კოალიციის ერთგულებას გიდასტურებთ აღნიშნულ პრინციპისადმი რაც დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის მიუღებლობას გულისხმობს და აღკვეთს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, კოალიცია ინიციატივით გამოდის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობების დაცვა როგორიცაა ქორწინება, ქვეყნის მთავარი კანონის, კონსტიტუციის დონეზე იყო გარანტირებული.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)