15:24 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 13:34:50, 364 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, უილსონი

ხაზარაძე, ჯო უილსონი და სხვები საუბრობენ აბსოლუტურად ერთნაირი, აბსურდული მესიჯებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვთ ძალიან სუსტი პოზიციები, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები, - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძისნაირი ადამიანები ვერც მალავენ, რომ არიან უცხოელი აგენტები და მათ აინტერესებთ არა საქართველოს ინტერესები, არამედ უცხოელი სუბიექტების ინტერესები.

„მათ არ ადარდებთ არც ობიექტური ამერიკული ინტერესები, ეს არის „დიფ სთეითის" ინტერესები, რასაც ემსახურება დღემდე მამუკა ხაზარაძე, ისევე როგორც ემსახურებიან ოპოზიციის სხვა ლიდერები. რაც შეეხება ირანთან, ჩინეთთან დაკავშირებულ განცხადებებს, ყველას ვურჩევ, რომ გაეცნონ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს ამ ქვეყნებთან მიმართებით - ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ახალი ადმინისტრაცია აპირებს ურთიერთობების დალაგებას ჩინეთთან, ირანთან და ამავე დროს ხაზარაძე ცდილობს, რომ ჩინეთისა და ირანის ფაქტორი გამოიყენოს საქართველოზე შეტევისთვის. ეს არის სრული აბსურდი, ეს ადამიანები არიან აბსურდში. რეალურად ხაზარაძე, ჯო უილსონი და სხვები საუბრობენ აბსოლუტურად ერთნაირი, აბსურდული მესიჯებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვთ ძალიან სუსტი პოზიციები. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics