15:24 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 13:18:21, 288 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საკანონმდებლო ცვლილებები თავსებადი იქნება ჩვენს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან

მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სიცრუის და სიძულვილის გავრცელებას, საკანონმდებლო ცვლილებები თავსებადი იქნება ჩვენს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სიცრუე და სიძულვილი ლიბერალური ფაშიზმის ის მთავარი იარაღია, რომელსაც იყენებდა „დიფ სთეითი" საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.

„იცით, რომ სიცრუე და სიძულვილი ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღებია, რასაც იყენებდა „დიფ სთეითი" საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. როდესაც საუბარია მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, აქ ერთადერთი, რასაც შეიძლება შეეხებოდეს ეს ცვლილება არის სიცრუესთან და სიძულვილის გავრცელებასთან დაკავშირებულის საკითხები. თუ ვინმეს ეშინია იმის, რომ თავისუფლად ვეღარ მოახერხებს სიცრუის გავრცელებას, სიძულვილის თავისუფლად ტირაჟირებას, ეს არის, რა თქმა უნდა, მისი პრობლემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიძულვილი არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და შესაბამისად, აქ არის საჭირო ახალი რეგულაციები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, ყოველგვარი შელახვის გარეშე იმ ძირითადი უფლებისა, რასაც ჰქვია მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. ბუნებრივია, საუბარია ისეთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე თავსებადი ჩვენს კონსტიტუციურ პრინციპებთან და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics