16:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 17:44:18, 369 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პარლამენტმა მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე

ოპოზიციამ შეიტანა განაცხადი ჯერ კიდევ ნოემბერში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მათ ჰქონდათ გარკვეული დრო, ჩვენ არ ავჩქარდით, დეკემბერშიც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, დამატებით, დაახლოებით 2 თვე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას იმისათვის, რომ გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის.

„დღევანდელი დღე პოლიტიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა გავუსვა ასევე იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას ხაზი, რომელიც იქნა მიღებული საპარლამენტო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციამ შეიტანა განაცხადი ჯერ კიდევ ნოემბერში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ გარკვეული დრო, ჩვენ არ ავჩქარდით, დეკემბერშიც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა დამატებით, დაახლოებით 2 თვე მივეცით რადიკალურ ოპოზიციას იმისათვის, რომ გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის. უფრო სწორად, ეს დრო მივეცით, არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს, ე.წ. Deep State-ს, იგივე „გლობალურ ომის პარტიას", თუმცა მათ არ შეცვალეს საკუთარი დამოკიდებულება და კვლავაც ძალაში დარჩა მათი გადაწყვეტილება პარლამენტში ოპოზიციის არშეყვანის თაობაზე. ასეთ პირობებში,  რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს, პარლამენტს  არ ჰქონდა არავითარი სხვა ალტერნატივა. არ შეიძლება ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, რაც ჩვენ ვიხილეთ 4 წლის წინ და რასაც ვხედავდით ასევე ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტის თაობაზე", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics