03:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 08:41:29, 373 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტის 24-საათიანი რეჟიმი შეწყდება

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კარვებია გაშლილი, პროტესტის 24-საათიანი რეჟიმი შეწყდება, თუმცა აქციები ყოველდღიურად გაიმართება, - ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს. მათი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მზია ამაღლობელი კლინიკაში გადაიყვანეს.

ამბობენ, რომ კარვების გაშლის გადაწყვეტილება, თავის დროზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად მიიღეს.

მათი თქმით, მოთხოვნა, რომელიც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით დაყენებული ჰქონდათ, შესრულებულია.

აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გაგრძელდება, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე მუნიციპალიტეტებში. მათი განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი დამატებითი კვლევებისთვის, გუშინ საღამოს, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics