18:29 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 17:28:01, 384 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი, საჯარო მოხელეების შესახებ კანონს კიდევ ერთხელ ცვლის

„ქართული ოცნების“ პარლამენტი საჯარო მოხელეების შესახებ კანონს კიდევ ერთხელ ცვლის. ინიცირებული პროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სამი დღით ადრე მიეწოდებათ. ასეთ შემთხვევაში, მათ კომპენსაცია ერგებათ – 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

ძალაში რჩება დღეს არსებული ერთ თვიანი გაფრთხილების წინასწარი ვადა, თუმცა ამ შემთხვევაში კომპენსაცია მხოლოდ ერთი თვის ოდენობით გაიცემა.

პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტით ზუსტდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ხოლო ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კანონში ცვლილებები გასული წლის დეკემბერში განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics