18:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 17:00:27, 387 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - თანხები იხარჯებოდა პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდების მობილიზებისთვის

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ თანხის ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით იხარჯებოდა, 15 მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული „პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდების“ მობილიზებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა გაცილებით უფრო დიდი რესურსით ხორციელდებოდა და გულისხმობდა არა მხოლოდ პარტიების დახმარებას, არამედ აგრესიული რესურსის მობილიზებას.

„უნდა წავიკითხოთ, რისთვისაც იყო გამოყოფილი უშველებელი თანხა და არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით იხარჯებოდა. ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ თანხის ძალიან დიდ ნაწილს, 15 მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული, რათა ვციტირებ: „პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდების“ მობილიზება მოხდეს არჩევნების წინა პერიოდის და შემდგომი პერიოდის განმავლობაში, ანუ პირდაპირ მითითებულია ამ თანხის დანიშნულება, შეიქმნას გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გარკვეულ ვითარებაში აგრესიულ მოქმედებებზე გადავლენ. ფაქტია, ვიხილეთ ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილის ამ მიზნით ხარჯვა, ამას არც არავინ მალავდა, პირდაპირ იყო ჩაწერილი ხარჯების დახასიათებაში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, გარკვეული პოზიტიური პროექტების მიღმა გაცილებით უფრო დიდი რესურსით ხორციელდებოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. არა მარტო ჩართვა ოპოზიციური პარტიების დახმარების თვალსაზრისით, არამედ აგრესიული რესურსის მობილიზება, რომ გარკვეული პოლიტიკური პოზიცია ყოფილიყო მხარდაჭერილი და წახალისებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics