21:44 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 15:33:48, 401 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერი - საქართველოს მიერ PACE-დან დელეგაციის გაწვევა პატივისცემას იმსახურებს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერი, კონსტანტინ კოსაჩევი ქართულ ოცნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE) დელეგაციის გამოწვევისთვის კვლავ აქებს.

"საქართველოს პარლამენტმა PACE-დან თავისი ეროვნული დელეგაცია გაიწვია. გადაწყვეტილება იმსახურებს გაგებასაც და პატივისცემასაც." - დაწერა კოსაჩევმა 3 თებერვალს საკუთარ ტელეგრამ არხზე, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვას PACE-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობიდან წევრების გამოწვევის შესახებ.

პოსტის ძირითად ნაწილში კოსაჩევმა გაიმეორა წინადადებები და იდეები, რომლებიც მან 30 იანვარსაც ახსენა.

კოსაჩევმა გააკრიტიკა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მოთხოვნები, რომლებიც საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებდა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ საქართველომ შესაძლოა ევროსაბჭო დატოვოს და მაგალითად რუსეთის გამოცდილება მოიყვანა.

"ჯერ კიდევ სესიის ფარგლებში საქართველოს ფელეგაციამ ეს მოთხოვნა შეურაცხმყოფელად ჩათვალა. აი, გარდაუვალი ფინალიც, თუნდაც ჯერ კიდევ შუალედური იყოს (ევროპის საბჭოდან გამოსვლაც შესაძლებელია - ვიცით, გაგვიცურავს ამ წყალში)." - დაწერა კოსაჩევმა.

კოსაჩევი კვლავ ირწმუნება, რომ საქართველომ "განვითარების სუვერენული გზა" აირჩია, რაც PACE-ს აშფოთებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics