19:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 13:54:20, 348 ნახვა

პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი - ვთხოვ შეწყვიტოს შიმშილობა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მზია ამაღლობელი ცოცხალი სჭირდება ქვეყანას

20 დღის შემდეგ ყოველი დღე უფრო მძიმეა. ურთულესი პროცესია და ვთხოვ შეწყვიტოს შიმშილობა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანი ცოცხალი სჭირდება ამ ქვეყანას, გამოუსწორებელ შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა, პარლამენტთან, „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ასევე ლევან გოგიჩაიშვილი, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

მისივე შეფასებით, ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხელისუფლება, იმავე სქემას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოიყენა, ვეღარ გამოიყენებს.

„პროტესტს რაც შეეხება, პროცესი გრძელდება. დღეიდან დაიწყო პარლამენტმა მუშაობა, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში და ლეგიტიმაციას [პარლამენტს] არ ვაძლევთ. გავაკეთეთ ყველაფერი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, რომ არ ყოფილიყო ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის ცნობა. ქვეყნის შიგნით 69-ე დღეა პროტესტი მიმდინარეობს. ამიტომ ხელისუფლებას ვეუბნები, თქვენივე ლოგიკით დანიშნეთ არჩევნები. თქვენ თუ ამბობთ, რომ თქვენს ელექტორალურ ხმებს ძვრა არ აქვს, რა პრობლემაა, დანიშნეთ არჩევნები და ვნახოთ. არჩევნები რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჯდება, საშემოსავლო გადასახადი კი რამდენიმე მილიარდი, რომლის უმეტესს წილსაც ოპოზიციურ ამომრჩეველზე მოდის, ჩვენ თანახმა ვართ, ჩვენი გადასახადით ჩატარდეს არჩევნები. არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო თანხას, ყოველთვიურად იპარავს მერიის ბიუროკრატია, მაგრამ იმიტომ არ ნიშნავენ, რომ იმავე სქემას ვეღარ დაატრიალებენ. ჩვენ არ ვდავობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი არ ჰყავს, მათ 600 000 ადამიანი უჭერს მხარს, მაგრამ არა მილიონ ასი ათასი. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს პარტიაზე - „გახარია - საქართველოსთვის“ - ხმა აიღო, მაგრამ 53% არ აუღია. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უფლება პარლამენტში 89 დეპუტატი ჰყავდეს, მაგდენი ხმა არ აუღიათ“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics