|
2025-02-04 13:30:34, 361 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - 14 დღეში დონალდ ტრამპმა რამდენიმე მიღებული ზომით მსოფლიო თავდაყირა დააყენა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბრიუსელში ბიუროკრატები ტრამპის ტორნადოს თავს ვერ დააღწევენ. ამის შესახებ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს. ორბანის განცხადებით, 14 დღეში დონალდ ტრამპმა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით მსოფლიო თავდაყირა დააყენა. „გუშინ ჩვენ ჩავატარეთ ევროკავშირის პირველი სამიტი ბრიუსელში პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. უცნაური შეკრება იყო. ბრიუსელში ყველას შუძლია, დაინახოს ტრამპის ტორნადოს მოახლოება, მაგრამ უმეტესობა მაინც ფიქრობს, რომ შეუძლია, მას თავი დააღწიოს. ისინი ამას ვერ შეძლებენ. 14 დღეში დონალდ ტრამპმა რამდენიმე მიღებული ზომით დააყენა მსოფლიო თავდაყირა. ამერიკაში გენდერული სიგიჟე დასრულდა, დასრულდა გლობალისტი სოროსის ორგანიზაციების დაფინანსება, დასრულდა არალეგალური მიგრაცია და ასევე დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომის მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რის თავს მოხვევასაც ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობდნენ ჩვენთვის ბოლო წლებში, დასრულდა“, – წერს ორბანი. უნგრეთის ლიდერის თქმით, აქამდე არსებული გლობალური ვაჭრობის წესები იცვლება. როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირს წინ რთული თვეები ელოდება. „ჩვენ ასევე შეგვიძლია, დავემშვიდობოთ აქამდე არსებულ მსოფლიო ვაჭრობის წესებს. პრეზიდენტი ტრამპი მხარს დაუჭერს ამერიკის ინტერესებს, თუნდაც ევროპის წინააღმდეგ. ევროკავშირს წინ რთული თვეები ელოდება და ბრიუსელში ბიუროკრატებს რთული პერიოდი ექნებათ. ჩვენ გვჭირდება შეთანხმება, გარიგება, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. და მართლაც კარგი გარიგება შეუძლიათ მათ, ვინც არა მხოლოდ იცნობს, არამედ პატივს სცემს ერთმანეთს. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაბრუნდებოდა, ამიტომ მზად ვიყავით. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და კარგ გარიგებას მივაღწევთ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. რაც შეეხება ბრიუსელის ბიუროკრატებს – რაც დათესეთ, იმას მოიმკით“, – წერს უნგრეთს პრემიერ-მინისტრი.
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)