19:18 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 11:54:44, 484 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო.

სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ.

პროტესტმა მოგვიანებით პარლამენტის გვერდით, 9 აპრილის ქუჩაზე გადაინაცვლა. როდესაც მედიის წარმომადგენლები და აქციის სხვა მონაწილეები 9 აპრილის ქუჩისკენ დაიძრნენ, პოლიციამ მათ გადაადგილება შეუზღუდა.

ჟურნალისტებმა სამართალდამცველებს განუმარტეს, რომ ისინი გზის გადაკეტვას არ აპირებდნენ და პროტესტის გაგრძელება უნდოდათ, ამის შემდეგ პოლიციამ მათ ტროტუარზე გადაადგილების ნებართვა დართო, თუმცა, ვითარება რამდენიმე წუთში შეიცვალა, პოლიციამ ჟურნალისტებს ტროტუარზე დგომის საშუალება არ მისცა. საბოლოოდ, მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

აღსანიშნავია, რომ აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ ტერიტორიიდან ორი პირი გაიყვანა. რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი პარლამენტის მთელ ტერიტორიაზე არიან მობილიზებულები არიან, როგორც გვერდითა ქუჩებზე, ასევე პარლამენტის უკან მდებარე სკვერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics