19:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 19:03:24, 456 ნახვა

პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი - რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ეს არის მოძალადეების თარეში, რომლებსაც პოლიციის ფორმა აცვიათ

 „ძლიერი საქართველო,“  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა  გააკეთა.

ნაცვლიშვილის თქმით, გუშინ თბილისში, ქალაქის შემოსასვლელთან, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“, მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

გუშინ, თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ქართულ სახელმწიფოში საგანგებოდ მოიშალა მართლწესრიგი, კანონი, სამართალი და მისი ამოცანაა, მთელი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე დააყენოს საფრთხის წინაშე და მარტო დატოვოს ამ საფრთხის წინ. დღეს დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები ეს არის დიქტატურის დაკანონების ნაბიჯი, რომელსაც არც ჩვენ და არც საზოგადოება არ ვაპირებთ რომ შევეგუოთ. არ ვაპირებთქართულ ოცნებასდავანებოთ რუსული ტიპის დიქტატურის დამყარების მცდელობა საქართველოს სახელმწიფოში.

რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ეს არის მოძალადეების თარეში, რომლებსაც პოლიციის ფორმა აცვიათ, მაგრამ საერთო არაფერი აქვთ , არც პოლიციასთან , არც მართლწესრიგთან, არც კანონთან და არც საზოგადოებრივი ინტერესის დაცვასთან. გუშინ, ასობით მოწმის, ჩართული კამერების და უამრავი ადამიანის წინაშე მათ ჩაიდინეს ძალადობრივი მოქმედებები სრულიად მშვიდობიანი, უკვე დაკავებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ძალადობრივი მოქმედებები მათ ჩაიდნეს დემონსტრაციულად.

ძლიერი საქართველომოითხოვს, რომ ზვიად ხარაზიშვილის დაუყოვნებლივ თანამდებობა დაატოვებინონ. მას დაუყოვნებლივ უნდა დაატოვებინონ თანამდებობა და მასზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, თუნდაც იმ შემთხვევის გამო, რომელიც უამრავმა ადამიანმა და კამერამ დააფიქსირა. ხოლო იმ სამართალდამცავებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენიათ გონიერება, საღი აზრი და სინდისის გარკვეული ხარისხი, მოგიწოდებთ, ხმა აიმაღლოთ იმ უკანონობის და ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც თქვენი უწყების და თქვენი სახელით ხორციელდება საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics