|
2016-03-07 15:58:10, 716 ნახვა
საზოგადოება
უსუფაშვილი: ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ამ საკითხს საკონსტიტუციო ცვლილება არ სჭირდება
„რესპუბლიკური პარტიის“ პოზიცია იყო და რჩება ის, რომ კონსტიტუციით, საქართველოში ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ნებაყოფლობით კავშირი და არანაირი კანონი და არანაირი ნორმა სხვაგვარი ინტეპრეტაციის საშუალებას არ იძლევა”, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. უსფაშვილის თქმით, ამ საკითხს ზედმეტი კონსტიტუციური ცვლილება არ სჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, არასწორი და კონტრპროდუქტიულია: „კოსნტიტუციური ცვლილების ინიცირება, ქორწნების სუბიექტების საკითხის დაზუსტების თაობაზე, ამ თემაზე დიდი ალბათობით შეიძლება ჩვენ დავრჩეთ ცოტა განსხვავებულ პოზიციებზე, ამან ხელი არ შეგვიშალოს არც ამ საკითხში წინ ნაბიჯების გადადგმაში და არც სხვა საკითხებში. „რესპუბლიკური“ პარტიის პოზიცია იყო და რჩება ის, რომ საქართველოს მოქმედი კანონდმებლობით, კონსტიტუციით, საქართველოში ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ნებაყოფლობით კავშირი და არანაირი კანონი და არანაირი ნორმა სხვაგვარი ინტეპრეტაციის საშუალებას არ იძლევა, რაიმე ეჭვებს არ ბადებს, და „რესპუბლიკური“ პარტიის პოზიცია არის ის, რომ ქორწინება ეს არის მამაკაცის და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა და ამ საკითხს არც შეცვლა სჭირდება, და არც გამაგრება სჭირდება. ამასობაში, ამ თემაზე კოალიციის შიგნით იყო საუბრები, რომ პოლიტიკური სპეკულაციები ხომ არ დავასრულოთ და კონსტიტუციაში უფრო მკაფიოდ არ ჩავწეროთ ეს საკითხი, 2 წლის წინ დიახ ეს ასე იყო, „რესპუბლიკური პარტია“ , დავით ბერძენიშვილმა დასვა ეს საკითხი, რომ ეს ბერკეტი და მექანიზმი არსებობს, მაგრამ იქვე დაისვა სხვა საკითხიც, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ვართ, რომ ბოლომდე მივა პროცესი. ანუ, უშედეგო მცდელობა, ეს იქნება კონტრპროდუქტიული. თუ ხდება ინიცირება საკითხის და ვამბობთ, კონსტიტუციას რაღაც მისამატებელი აქვს გასამყარებლად, ცალსახად სათქმელად, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია და თუ ამას ვამბობთ და ვერ ვაკეთებთ, რადგან ინიცირებისთვის საკმარისია 76 ხმა და მიღებას სჭირდება 114 ხმა, თუ ინიცირებას ვაკეთებთ, მაგრამ ვერ ვიღებთ, მაშინ საკითხს ვტოვებთ კიდევ უფრო გამწვავებულ მდოგმარეობაში. გამოდის ვამბობთ, რომ კონსტიტუციას რაღაც აკლია ამ სფეროში, შეიძლება მისი სხვაგვარი ინტერპრეტაციაც, და მის შეცვლას ვერ ვახერხებთ, ამ ძალიან მარტივი მოსაზრებიდან გამომინარე, ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ ეს ინიცირება არის არასწორი და კონტრპროდუქტიული”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, უმრავლესობა ფიქრობს საკონსტიტუციო ცვლილებაზე, სადაც უნდა ჩაიწეროს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)