19:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 15:44:57, 387 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე ხვალ ყოველწლიური მოხსენებით წარდგება

ხვალ, 4 თებერვალს პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნება და მიხეილ ყაველაშვილს მოუსმენენ. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ასეც გავხსნით ჩვენ ხვალ საგაზაფხულო სესიას. როგორც იცით, იმ დღეს პრეზიდენტის მოხსენებასთან ერთად სხვა საკითხები არ განიხილება. ამიტომ ხვალ გვექნება ერთადერთი საკითხი, პრეზიდენტის მოხსენების სახით და შემდეგ უკვე ოთხშაბათი და ხუთშაბათი საკანონმდებლო პროცესი. კანონპროექტების განხილვა და სხვა საკითხები. ვნახოთ, როგორ ინტენსიურად წარიმართება ჩვენი სასესიო კვირა. ვვარაუდობ, რომ პარასკევი შეიძლება სესიისთვის არ დაგვჭირდეს, თუმცა ვნახოთ, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics