05:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 13:54:29, 389 ნახვა

საზოგადოება
გედევან კუპრავა - 4 ადამიანი მირტყამდა სახეში, ყველა ნიღბიანი იყო

საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქე, გედევან კუპრავა ტვ პირველთან სატელოფონო საუბარში ყვება, თუ როგორ გაუსწორდა დაკავებისას და იზოლატორში გადაყვანის პროცესში მას ივანიშვილის პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად. 

კუპრავას თქმით, დაკავების მომენტში მას 4 ადამიანი სახეში ურტყამდა, ხოლო განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, მას თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა. 

"დაჭერის მომენტში მირტყეს, მერე ცოტა მიმათრევდნენ, მერე აშკარად სხვა ხელებში გადავედი და ოთხნი იყვნენ ორის მაგივრად, ისინი სახეში მუშტებს მირტყამდნენ - მოწოდებაც არ იყო, უბრალოდ გაგინებენ და გირტყამენ.

ყველა ნიჭბიანი იყო, ვერანაირი ნიშანი ვერ ვანხე, რითიც შეიძლება ვინმე ამომეცნო - ჩემი მხრიდან არ ყოფილა არანაირი გინება, ან რამე, ერთადერთი იყო, რომ ჩემს გვერდით ქალი გადათელეს და ვთხოვდი, რომ ცოტა ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგან გოგოები და ქალები იყვნენ, ეს იყო მაპროვოცირებელი ჩემი დაკავების.

თავიდან წამიყვანეს განყოფილებაში, ვარკეთილში - დამეწყო თავბრუსხვევები და გულისრევის შეგრძნებები, რაზედაც იეჭვეს, რომ ტვინის შერყევა ხომ არ მქონდა და გადამიყვანეს კლინიკაში, სადაც ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა დავეტოვებინე". - თქვა კუპრავამ ტვ პირველთან საუბარში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics