|
2025-02-03 13:51:07, 452 ნახვა
სამართალი
ნიკა მელიას ადვოკატი - მოვითხოვთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მყისიერად დაიწყოს გამოძიება ნიკას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე
სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან მოვითხოვთ, მყისიერად დაიწყოს გამოძიება პოლიციის სამმართველოს შენობაში ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, - ამის შესახებ ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ისინი ასევე, პოლიციის შენობაში არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ამოღებას ითხოვენ. „გუშინ, როდესაც ნიკა მელია უკანონოდ დააკავეს, გადაიყვანეს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში, სადაც როგორც ნიკა აღნიშნავს, მასზე სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვინმე ჩოქურის მხრიდან ძალადობა განხორციელდა. მართალია, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ის ჯერ კიდევ ითვლება საქართველოს პარლამენტის წევრად. მინდა, შევახსენო ყველას, რომ კონვენციური დანაშაულები არის ხანდაზმულობის მიღმა. შეიძლება, გავიდეს მრავალი წელი და ადამიანები მიცემული იქნან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ჩვენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან მოვითხოვთ, მყისიერად დაიწყოს გამოძიება ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, როდესაც იგი იყო დაკავებული და ხელბორკილდადებული პოლიციის სამმართველოს შენობაში. ასევე, ამოღებული იქნეს ვიდეოსათვალთვალო კამერები, რომელიც არის მრავლად პოლიციის შენობაში და მიეცეს აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება,“ - აცხადებს გიორგი კონდახაშვილი. ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია გუშინ, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მოგვიანებით, კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)