|
2016-03-07 15:34:42, 423 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ასათიანი: ხელისუფლებამ თავისი უკანონო ქმედებებით ბრძოლა გამოგვიცხადა
უკანონო ქმედებებით ჩვენს წინააღმდეგ ხელისუფლებამ ბრძოლა გამოაცხადა, - ამის შესახებ მაკა ასათიანმა და კოტე გოგელიამ ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ასათიანის და გოგელიას განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: "მაესტროს" მიმართ სასამართლოს და საჯარო რეესტრის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების პარალელურად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოსდა ჩვენთან მოლაპარაკება წილის გაყიდვის საკითხზე მიმდინაროებს. მკაფიოდ და გასაგებად გვსურს განვაცხადოთ, რომ სრულიად გამორიცხულია, განვიხილოთ და "მაესტროს" წილის გაყიდვის თაობაზე რაიმე შემოთავაზება მივიღოთ. "მაესტროს" წილი ჩვენს მიერ არ იყიდება. პირიქით, ვაფიქსირებთ, რომ ხელისუფლებამ თავისი უკანონო ქმედებებით ბრძოლა გამოგვიცხადა და ჩვენ იძულებული ვართ, ამ ბრძოლაში შევიდეთ, ეს გამოწვევა მივიღოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი და ამ ბრძოლაში მყოფი თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები დავიცვათ. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მედიასთან ბრძოლა საბოლოოდ არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია. პირიქით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ასეთი ბრძოლა ყოველთვის ხელისუფლების კრახით და კონკრეტული პოლიტიკური შედეგებით სრულდება. ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმაზე, რომ ხელისუფლება რომელიც მედიის ხელშეუხებლობის და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, თვითონვე ამ ფასეულობების მთავარ ხელმყოფად გადაიქცა. "მაესტრო" დარჩება დამოუკიდებელი და არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ან კერძო სუბიექტის ინტერესების გამტარებლად არ გადაიქცევა. "მაესტროს" კარი თავისუფალი ადამიანებისთვის ყოველთვის ღია იქნება“, - წერია მაკა ასათიანის და კოტე გოგელიას განცხადებაში.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)