07:25 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 10:17:54, 486 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მომავალს მისი ხელმძღვანელების გათავისუფლების შემდეგ გადაწყვეტს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, სააგენტოს „რადიკალი გიჟები“ მართავენ, მათ გაუშვებენ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

USAID-ი, რომლის წლიური ბიუჯეტი თითქმის 43 მილიარდი დოლარია, პასუხისმგებელია უცხოეთის ქვეყნებისთვის აშშ-ის დახმარების მართვასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე.

2025 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა USAID-ის პროგრამები 90 დღით შეაჩერა აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მათი შესაბამისობის დადგენამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics