|
2016-03-07 15:29:10, 390 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ჩვენს მომავალს მშვიდად ვუყურებთ
„როგორც პარტია, ჩვენს მომავალს საკმაოდ მშვიდად ვუყურებთ. განვლილი 35 წლის მანძილზე არ გავმქრალვართ და როგორც მინიმუმ, მომავალი 35 წელი ასევე იქნება წარმოდგენილი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ მომავალი საქმიანობა დამოკიდებულია პირველ რიგში ამომრჩეველზე და მეორე რიგში პოლიტიკურ პარტნიორებზე: „ პარლამენტში კი არა, ბევრს უნდა, რომ საქართველოში არ ვიყოთ წარმოდგენილნი საერთოდ. საუბარი იმის თაობაზე, ვინ სად იქნება, სპეკულაციებია და მეტი არაფერი. „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში არ შექმნილა, რადგან არიან პარტიები, რომლებიც პარლამენტში შეიქმნენ. „რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებაში არ შექმნილა, არიან პარტიები, რომლებიც ხელსიუფლებაში შეიქმნენ. „რესპუბლიკურ პარტიას“ ოპოზიციური საქმიანობის გაცილებით მდიდარი გამოცდილება აქვს, ვიდრე სახელისუფლებო საქმიანობის. პარტია, როგორც პარტია ჩვენს მომავალს საკმაოდ მშვიდად ვუყურებთ. განვლილი 35 წლის მანძილზე, არ გავმქრალვართ და როგორც მინიმუმ მომავალი 35 წელი ასევე იქნება წარმოდგენილი. ვიცით ის, ქვეყანას როგორ ვემსახუროთ ხელისუფლებაში და როგორ ვემსახუროთ ქვეყანას ოპოზიციაში. საკითხი იმის შესახებ, სად და როგორ ვიქნებით, დამოკიდებულია პირველ რიგში ამომრჩეველზე და მეორე რიგში პოლიტიკურ პარტნიორებზე, რადგან „რესპუბლიკური პარტია“ არ აცხადებს პრეტენზიას, ამბიციას სამომავლო სურვილს იმის თაობაზე, რომ რომელიმე არჩევნებზე 55 პროცენტს მიიღებს და ქვეყანას ჩვენ ვმართავთ. ეს არ იქნება სწორი და არც რეალისტური. ვიქნებით თუ არა პარლამენტში, გვექნება თუ არა პარტნიორული ურთიერთობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან წინასაარჩევნოდ თუ მას შემდეგ, ამ კითხვებს პასუხს გასცემს ოქტომბერი და არა უსუფაშვილი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)