17:34 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 13:49:49, 347 ნახვა

პოლიტიკა
ეკა მიშველაძემ საზმაუს სასამართლოში უჩივლა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

ეკა მიშველაძე სამსახურიდან გათავისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,,პირველი სტუდიის" დახურვის საკითხზე ტელეკომპანიის გენდირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს.

"ვთვლი, რომ სამსახურიდან ჩემი გათავისუფლება უკანონო იყო. ძალიან მიხარია, რომ იგივეს ფიქრობენ იურისტები და ეს არ არის მხოლოდ ჩემი წარმოსახვის შედეგი. დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს საქმე დასრულდება ჩემი გამარჯვებით, რაც იქნება მაგალითი ყველა ჟურნალისტისთვის, მედიის ყველა წარმომადგენლისთვის და ზოგადად ყველა ადამიანისთვის ქვეყანაში, რომ უსამართლობა ისჯება," - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ჟურნალისტის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდსა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

შეგახსენებთ, ეკა მიშველაძეს გადაცემა შემოდგომით დაუხურეს. მოგვიანებით, მასსა და ტელეკომპანიის გენდირექტორს გიორგი ბარათაშვილს შორის შეთანხმება მოხდა, რომლის მიხედვითაც ეკა მიშვლეაძე ეთერში ახალი მოდერნიზებული ფორმატით იანვარში გავიდოდა, თუმცა პირობა აქაც დაირღვა და მიშველაძის გადაცემა ისევ არ გავიდა ეთერში.

მაუწყებლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად მიშველაძის პროექტი ტელევიზიის ხელმძღვანელობამ დაიწუნა, ვინაიდან მსგავსი ტიპის გადაცემა პირველი არხის ეთერში უკვე გადიოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics