22:58 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 14:02:22, 417 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას

ძალიან კარგია, რომ [„ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის] საგამოძიებო კომისია შეიქმნება - ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას ამ კომისიის მუშაობაში, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტი კვოტების რაოდენობას განსაზღვრავს, ვინ იქნებიან უშუალოდ კომისიის წევრები, ამას უკვე ცალკე გადაწყვეტს საპარლამენტო უმრავლესობა და ცალკე საპარლამენტო ოპოზიცია.

„ხალხის ძალას” არაერთხელ გვითქვამს ჩვენს წერილებში, თხოვნებში და განცხადებებში, რომ მანამ სანამ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” პრობლემა იქნება ქვეყანაში, იქნება ყოველთვის ამ “ჯანჯღარისა”, კრიზისების და უცხოური წარმომადგენლების [ჩარევის] რისკი. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ [„ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის] საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას ამ კომისიაში. კონფიგურაცია როგორ იქნება, ამას ბიუროს შემდგომ გადაწყვეტს საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტი, რომელიც ადგენს რეალურად, დადგენილების მიღების შემდგომ კვოტებს - რა კვოტა ექნება საპარლამენტო უმრავლესობას და რა კვოტა საპარლამენტო ოპოზიციას. ჩვენ ვიცით, რომ მინიმუმ ნახევარი უნდა იყოს საპარლამენტო ოპოზიცია. ამ კვოტების დადგენის შემდგომ, ვინ იქნებიან უშუალოდ პიროვნებები, ამას უკვე ცალკე განსაზღვრავს საპარლამენტო უმრავლესობა და ცალკე საპარლამენტო ოპოზიცია”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომისიამ აუცილებლად უნდა დადოს და ხშირ შემთხვევაში, უნდა თარგმნოს სასამართლოების საერთაშორისო გადაწყვეტილებები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას” პირდაპირ ამხელენ დანაშაულში.

“ეს აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ შესაბამისმა უწყებებმა გააუქმონ ის პოლიტიკური რეჟიმი, რასაც კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ჰქვია. სხვა შემთხვევაში, ქართული სახელმწიფოს და განსაკუთრებით, ქართული ოპოზიციის განვითარების პერსპექტივაა არ არსებობს”, -აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის ინფორმაციითვე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროს სხდომაზე მომდევნო კვირის ორშაბათს გავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics