16:56 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 15:13:43, 314 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იოსელიანი - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას გავუზიარებთ მხარეებს მოთხოვნის შემთხვევაში

ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას გავუზიარებთ მხარეებს მოთხოვნის შემთხვევაში, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანმა აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას მის წარმომადგენლებს უზიარებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი უკვე კარგა ხანია, ძალიან ეფექტურ ზედამხედველობას ახორციელებს მზია ამაღლობელის საქმეზე. ჩვენ 7-ჯერ ვიყავით მასთან შესულები და ყველა ინფორმაციას, რასაც ვიღებთ პენიტენციური დაწესებულებიდან, ვუზიარებთ მის წარმომადგენლებს. დღევანდელი შეხვედრაც ეხებოდა სწორედ ამას. მათ აინტერესებდათ ჩვენ მანდატის ფარგლებში რა შეგვიძლია დამატებით გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მალე მოხდეს ინფორმაციის გაზიარება. ჩვენი მხრიდან განვმარტეთ და გამოვხატეთ სრული მზაობა, რომ ყველა ინფორმაცია იქნება გაზიარებული და ყველა ძალისხმევა გატარებული, რომ ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვებთან დაკავშირებით პასუხები ამომწურავად იქნეს გაცემული.

არცერთი შემთხვევა არ ყოფილა არამარტო ქალბატონი მზიას, არამედ ზოგადად მსჯავრდებულების შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მოგვმართეს და უყურადღებოდ დავტოვეთ რომელიმე მსჯავრდებული ან ბრალდებული. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც სახალხო დამცველი, მისი აპარატი, მისი მიდგომა არის თანმიმდევრული. ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, არის საჯარო და ვუზიარებთ, მხარეებს. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური და ამასთან დაკავშირებით დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ მხარეს ვაწვდით ინფორმაციას და ამას არ ვასაჯაროებთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მხარეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ინფორმაცია რაც გვაქვს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ, ამას გავუზიარებთ მოთხოვნის შემთხვევაში მხარეებს და შემდეგ უკვე ექიმებმა და დარგის სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ, რა არის ნორმალური, რა არ არის ნორმალური, რა დამატებითი კვლევები იქნება მოთხოვნილი და ა.შ ეს არაა ის საკითხი, რაზეც მე რამე სამედიცინო ცოდნა მაქვს.

ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია მზია ამაღლობელთან შესვლა და ნებისმიერ დროს, როცა იქნება ამის აუცილებლობა, მხარეს ექნება მოთხოვნა, რომ ჩვენი ჩართულობა არის აუცილებელი, შევალთ. კვირის განმავლობაში ადვოკატები შედიან და ნახულობენ მას. ჩვენ თავი არასდროს შეგვიკავებია, მე პირადად ვიყავი მასთან შესული მისი მონახულების მიზნით. ვუსურვებ ჯანმრთელობას და ვუსურვებ, რომ მალე დატოვოს საპატიმრო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მხარეებისთვის“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics