00:34 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 14:50:53, 390 ნახვა

მსოფლიო
ბელგრადიდან ასეულობით სტუდენტმა დაიწყო საპროტესტო მსვლელობა ნოვი-სადის მიმართულებით

ლოზუნგით" ერთი ნაბიჯი სამართლიანობისკენ", სტუდენტებმა, რომლებსაც ბლოკირებული აქვთ ბელგრადის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, 30 იანვარს საპროტესტო მსვლელობა წამოიწყეს ნოვი-სადის მიმართულებით. რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, საწყისი პუნქტი, საიდანაც ბლოკირებაში მონაწილე ბელგრადელი სტუდენტები ნოვი-სადისკენ დაიძრნენ, არის ბელგრადის დრამატული ხელოვნების ფაკულტეტი. მათი მარში 1 თებერვალს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის წინ დასრუდება.

სტუდენტები ნოვი-სადისკენ საკუთარი ფეხით, ტრანსპარანტებით, ზურგჩანთებითა და საძილე ტომრებით მიემართებიან

სამოცდაათ კილომეტრზე მეტი მანძილის გავლის შემდეგ 1 თებერვალს ბელგრადიდან დაძრული სტუდენტები შეუერთდებიან ნოვი-სადის სტუდენტებს და მათთან ერთად გადაკეტავენ ქალაქში მდებარე სამ ხიდს.

სტუდენტები ნოვი-სადისკენ საკუთარი ფეხით, ტრანსპარანტებით, ზურგჩანთებითა და საძილე ტომრებით მიემართებიან.

სერბეთის პოლიცია არეგულირებს და აკონტროლებს გზაზე ტრანსპორტის, ასევე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანების მოძრაობას.

მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ პოლიცია სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას სტუდენტების მარშის მთელ გზაზე.

"მარშრუტზე მოძრაობა შეჩერდება და გადამისამართდება, კოლონის წინ და უკან განთავსდებიან საგზაო პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგისა დაცვის თანამშრომლები, ასევე სასწრაფო დახმარების და სახანძრო მანქანები", - თქვა დაჩიჩმა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სერბეთში უკვე ორი თვეა გრძელდება. დემონსტრაციები დაიწყო ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.

სტუდენტები, რომლებსაც მხარს უჭერენ ოპოზიციონერი აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ტრაგედიაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და თვლიან, რომ უხარისხო რემონტის მიზეზი კორუფცია იყო.

28 იანვარს სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლების ფონზე სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics