00:26 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 12:58:09, 1582 ნახვა

რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთში, საბიუჯეტო სფეროში მომუშავეები ხელფას ვერ იღებენ

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ე.წ. სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეებს იანვრის ხელფასს უგვიანებენ.

ბიუჯეტის ხელფასზე მყოფებს დაგვიანების შესახებ მარიონეტული რეჟიმის ფინანსთა მინისტრმა ძამბოლატ ტადტაევმა შეატყობინა.

"იანვრის ხელფასს სამხრეთ ოსეთის ყველა უწყება ეტაპობრივად 15 თებერვლამდე მიიღებს. თანხის გაცემა ეტაპობრივად მოხდება და ყველა სტრუქტურას მოიცავს. სრული ხელფასის გადახდა უახლოეს ერთ თვეშია მოსალოდნელი. როგორც წესი ხელფასის გაცემა 3 დღის განმავლობაში ხდება, მაგრამ ამ თვეში იგეგმები 10-15 თებერვლის ვადაში გადახდა". – თქვა ტადტაევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

არ სახელდება მიზეზი, რომლის გამოც ფულის გარეშე დარჩნენ ბიუჯეტის ანაზღაურებაზე მყოფი ადამიანები.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მარიონეტულმა რეჟიმმა რუსეთის საგანგებო სიტუაციებისა და ფედერალურ საბაჟო სამსახურებთან თანადაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა.

რეგიონის ექსპერტების თქმით, მსგავსი რამ 2008 წლის შემდეგ არ მომხდარა. 

ხელფასების დაგვიანება შესაძლოა ტექნიკური ხარვეზი იყოს, თუმცა ექსპერტების ნაწილის აზრით, შესაძლოა ფინანსურ ტრანზაქციებს მოსკოვი აფერხებს, ვინაიდან ცხინვალს რუსეთთან არაერთი შეუსრულებელი ვალდებულება აქვს დაგროვებული.

მაგალითისთვის მოყავთ "2022-2025 წლებში, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება", რომელსაც მხარეებმა 2022 წლის 4 აგვისტოს მოაწერეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics