00:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 11:33:50, 331 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - PACE-ის დათქმები ჩვენი სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობაა

"ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დოკუმენტში მოცემული პირობები საქართველოს სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობაა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც „ქართულ ოცნებას“ მიუღებლად მიაჩნია, არის ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა, რადგან, მისი შეფასებით, საქართველოში არჩევნები მაღალი სტანდარტებით ჩატარდა.

„PACE-მა ცნო ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება, თუმცა ამას თან დათქმები მოჰყვა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. პირველ რიგში, ჩვენთვის „წითელი ხაზია“ ახალი არჩევნების მოთხოვნა. ეს გადაწყვეტილება ეროვნულ თავმოყვარეობაზე დაფუძნებული იყო, რისი დეფიციტიც, სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს აქვთ. საქართველოში არჩევნები ძალიან მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა, და ამის შემდეგ ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას PACE-ში განაახლებს,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება PACE-ის მუშაობაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს მოუწოდა მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ და ევროინტეგრაციის კურსის გაგრძელებისკენ.

PACE-ის კენჭისყრის შედეგებით, 134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა მხარი დაუჭირა, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის მიღების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

როგორც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გადაწყვეტილების გამოცხადებისას განმარტა, დოკუმენტში არაერთი დათქმაა, რომელიც უსამართლო და საფუძველს მოკლებულია, რის გამოც მისი მიღება მიუღებელია.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics