03:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 22:23:36, 508 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ვულოცავ საქართველოს, დღეს ევროპა დადგა ფეხზე, ევროპამ დღეს გაიზიარა ქართველი ხალხის მოთხოვნა

ვულოცავ საქართველოს, დღეს ევროპა დადგა ფეხზე, ევროპამ გაიზიარა ქართველი ხალხის მოთხოვნა – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, - აცხადებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სტრასბურგიდან ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.

სამადაშვილის თქმით, ეს არის დიდი გამარჯვება იმ ხალხის, რომლებიც თვეებია ქუჩაში დგანან.

„მოგესალმებით სტრასბურგიდან, სადაც ახლახანს დასრულდა კენჭისყრა. ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის მოთხოვნას – გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. „ქართული ოცნების“ დელეგატების აქ ჩამოსვლა სრული კრახით დასრულდა. ისტორიაში პირველად, დელეგაციის აკრედიტაცია ვერ შედგა. „რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს არ მიუღიათ სრული აკრედიტაცია. მათ ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ამ დარბაზში შესვლის უფლება. ჩამოართვეს მათ უფლება იმუშაონ კომიტეტებში, დელეგაციებში, იყვნენ მომხსენებლები. ფაქტობრივად, მათ ყველა უფლება გაუუქმეს, გარდა ამ დარბაზში შესვლისა. ეს შეზღუდული უფლებები მათ აპრილამდე დარჩებათ. თუ აპრილამდე არ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს და არ დანიშნავენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ეს შეზღუდული უფლებებიც გაუუქმდებათ.

მინდა ვთქვა, რომ ეს არის დიდი გამარჯვება იმ ხალხის, რომლებიც თვეების განმავლობაში ქუჩაში იდგნენ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პარტიის წარმომადგენელს, რომლებიც აქ ჩვენთან ერთად ჩამოვიდნენ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგაციას. ეს არის საერთო გამარჯვება. ჩვენ ერთად ბრძოლით მივაღწევთ ქვეყნის გათავისუფლებას რუსული რეჟიმისგან. ვულოცავ საქართველოს, დღეს ევროპა დადგა ფეხზე, ევროპამ გაიზიარა ქართველი ხალხის მოთხოვნა – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“, – აცხადებს სამადაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics