03:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 21:53:29, 532 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელარუსს არ უდებს ტოლს

ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რომ რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს, - წერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, რითაც ევროპის საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

როგორც გვარამია აღნიშნავს, „რეზოლუციის მოკლე შინაარსია - ცეცხლი ოლიგარქიას“.

„ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ, ქოცები თუ არ გადავცალეთ სანაგვეში.

რეზოლუციის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შერჩა დელეგაციის ყოლის ფორმალური უფლება, თუმცა ასამბლეის წევრის ფაქტობრივად ყველა ფუნქცია და პრივილეგია ჩამოერთვა.

რაც მთავარია, აპრილში მათი უფლებამოსილების საკითხზე დაბრუნებამდე, „ოცნებას“ აქვს შემდეგი პირობები:

  • ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უახლოეს თვეებში, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცესკოს პირობებში;
  • პოლიტიკური აქტივისტების გათავისუფლება აპრილამდე;
  • მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის დასრულება;
  • რუსული კანონების მთლიანად გაწვევა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება;
  • განაგრძოს ევროინტეგრაცია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარების საფუძველზე.

P.S. რეზოლუციის მოკლე შინაარსი: ცეცხლი ოლიგარქიას!“ - წერს გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics