02:15 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 15:44:36, 377 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა შეცვალა აშშ-ს საგარეო განვითარების დახმარების სრულად შეჩერებაზე ტრამპის ბრძანება

გამოცემა „Washington Post“-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, შეცვალა აშშ-ს საგარეო განვითარების დახმარების სრულად შეჩერებაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება და "სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების" გამონაკლისი გამოაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 20 იანვარს აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვას ითვალისწინებდა.

თუმცა, „Washington Post“-ის მიერ ნანახი დოკუმენტების მიხედვით, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დახმარების ორგანიზაციებს გაუგზავნა, რუბიომ გამონაკლისი დააწესა იმ შემთხვევებში, როცა საქმე ეხება "სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურების, საკვების, თავშესაფრების ან არსებობისთვის საჭირო დახმარებას, ასევე მსგავსი დახმარების გაწევისთვის საჭირო ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვას."

ამასთანავე, გამონაკლისი არ ეხება "აბორტს, ოჯახური დაგეგმვის კონფერენციებს, ტრანსგენდერულ ქირურგიულ ჩარევებს ან სხვა სიცოცხლისთვის არასაშიში შემთხვევებისთვის საჭირო დახმარებას."

ტრამპის ბრძანებით, აშშ 90 დღით საგარეო განვითარების დახმარებას შეაჩერებს და გადახედავს მის პოლიტიკას. ტრამპმა საგარეო დახმარების შეწყვეტა იმით ახსნა, რომ "აშშ-ს საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს და ხშირად ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს."

ბრძანების მიხედვით, ტრამპის პოლიტიკა ითვალისწინებს, რომ არანაირი სახის საგარეო დახმარების გაცემა არ უნდა მოხდეს ისეთი გზით, რომელიც სრულად არ არის თანხვედრაში აშშ-ს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან.

ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება გულისხმობს, რომ 90 დღის განმავლობაში შეაჩერება აშშ-ს საგარეო განვითარების დახმარება, და ყველა პასუხისმგებელ დეპარტამენტსა და სააგენტოს უფროსი ავალდებულებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დახმარების გაწევა უცხოურ ქვეყნებს, პროგრამების შემსრულებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კონტრაქტორებს.

ამავდროულად, შეჩერებასთან ერთად დაიწყება აშშ-ს საგარეო დახმარების პროგრამების გადახედვა. შესაბამისი დეპარტამენტები და სააგენტოების ხელმძღვანელები, სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, განსაზღვრავენ, გააგრძელონ, შეცვალონ თუ შეაჩერონ აღნიშნული პროგრამები.

პროგრამების გადახედვისა და 90-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში მანამდეც, სახელმწიფო მდივანი, აშშ-ს პრეზიდენტთან და ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოსთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვეტს, შეცვალოს თუ გააგრძელოს ეს პროგრამები.

ტრამპის ბრძანების მიხედვით, ნებისმიერი ახალი საგარეო დახმარების პროგრამის განხორციელება მხოლოდ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ან მის მიერ დანიშნული პირის თანხმობით იქნება შესაძლებელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics