|
2025-01-29 15:37:37, 466 ნახვა
პოლიტიკა
NGO-ები: პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, არც ერთი ნიღბიანი კრიმინალი პასუხისგებაში არ არის მიცემული
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პოლიცია პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის, ისინი აქციის მონაწილეების მიმართ პოლიტიკურ შეხედულებებს აჟღერებენ, შედიან მათთან დისკუსიაში და დემონსტრანტებს დასცინიან. ასევე, NGO-ების განცხადებით, ამ დროისთვის, არცერთი პოლიციელი და ნიღბიანი არ მიცემულა პასუხისგებაში, ხოლო დაზარალებულის სტატუსი ასობით ადამიანიდან მხოლოდ 52-ს აქვს მინიჭებული. "პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, მათ გააჩნიათ აშკარად პოლიტიკური იდეოლოგია და ნეგატიური წინასწარგანწყობები აქციის მონაწილეების მიმართ, რაც წარმოადგენ პოლიციის შესახებ კანონით გარანტირებული პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევას. საჯაროდ გავრცელებული ვიდეომტკიცებულებებიც ადასტურებს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი აქვს, უარყოფითი, პოლიტიკური შეხედულებების გაჟღერებას აქციის მონაწილეების მიმართ, ისინი შედიან პოლიტიკურ დისკუსიაში მათთან, დასცინიან პროტესტის მონაწილეებს ეთნიკური, პოლიტიკური, გენდერული, მსოფლმხედველობრივი, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების გამო და იყენებენ სიძულვილის ენას და პროვოცირებენ მათ. არც ერთი სამართალდამცავი, თუ ნიღბიანი კრიმინალი არ მიცემულა პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, დაზარალების სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ 52 პირს და 226 პირის მიმართ არის დანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, 52 დაზარალებული პირი არის ცოტა იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა ასობით ადამიანის მიმართ ძალის გამოყენებას, მათ მიმართ წამებას და ღირსების შემლახავ მოპყრობას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)