|
2025-01-29 13:44:53, 369 ნახვა
მსოფლიო
გრენლანდიაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 85%-ს არ სურს, რომ აშშ-ის ნაწილი გახდეს
გამოკითხვის მიხედვით, გრენლანდიელების 85%-ს არ სურს, რომ აშშ-ის ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. გამოკითხვის თანახმად, რომელიც დანიურ გაზეთ Berlingske-ში გამოქვეყნდა, გრენლანდიელების 85%-ს არ სურს, რომ მათი არქტიკული კუნძული აშშ-ის ნაწილი გახდეს, 6% ემხრობა, ხოლო 9%-ს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება. გამოკითხვა ჩაატარა კომპანია „Verian“-მა დანიური გაზეთისა და გრენლანდიური ყოველდღიური გაზეთის Sermitsiaq-ის დაკვეთით. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრების დროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საერთაშორისო საზღვრების პატივისცემის პრინციპს. „მოხარული ვარ, თუ გამოკითხვა იმის გამოხატულებაა, რომ ბევრ გრენლანდიელს სურს დანიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება“, – განაცხადა ფრედერიქსენმა. დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის განცხადებით, დანია არქტიკის თავდაცვის ხარჯებს 2.1 მილიარდი დოლარით ზრდის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)