|
2016-03-07 10:54:20, 523 ნახვა
სამართალი
აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და საქართველოდან ახალგაზრდების სირიაში საბრძოლველად წაყვანის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ განაჩენი საქმეზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ასევე განაჩენი გამოცხადდა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების ბრალდებით დაკავებული სამი პირის მიმართაც. გიორგი ხუტუნიშვილს 11 წლით პატიმრობა შეეფარდა, დავით ფილისებიას კი 10 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. როგორც ცნობილია, კიდევ ერთ ბრალდებულ გიორგი კუპრავას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, რაც ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მათ სირიაში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)