|
2025-01-29 10:17:47, 1231 ნახვა
სამართალი
ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დააყენა. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებას „ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა ჰყავს წარმოდგენილი, რომელიც 2015 წელს "ქართუ ბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი იყო. სასამართლოში ჩვენებას მისცემს ასევე ხაინდრავას იმჟამინდელი მოადგილე, დავით გალუაშვილი. პროკურორის თქმით, პროცესზე საუბარი პერსონალური მონაცემებს შეეხება, კერძოდ კი, "ბანკი ქართუსა" და კლიენტს შორის შეთანხმებებს, რაც კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბაჩიაშვილის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი. მისი განმარტებით, შუამდგომლობა დასაბუთებული არ არის. ამასთან, ადვოკატის თქმით, საქმეში არაფერია დასამალი და სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვისთვის კანონმდებლობით საჭირო მოთხოვნები არ არსებობს. მახარაშვილის თქმითვე, საუბარი შეეხება სესხის თანხასა და პროცენტებს, რაც ისედაც საჯაროდაა ცნობილი. პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმაც და აღნიშნა, რომ სხდომა "აუცილებლად უნდა იყოს საჯარო". მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გელაშვილის განმარტებით, რიგი საკითხები შეიძლება გამომჟღავნდეს, რის გამოც სხდომა დაიხურებოდა. ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)