00:34 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 10:08:11, 407 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი დღეს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატ ანა დოლიძეს მოუსმენს

პარლამენტი დღეს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს ანა დოლიძეს მოუსმენს. ანა დოლიძის მოსმენა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 16:00 საათზე დაიწყება.

ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ანა დოლიძე პრინციპულობით და პროფესიონალიზმით გამოირჩეული ადამიანია.

„ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს შუეწყვიტა უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაგვიდგა ვალდებულება ახალი კანდიდატი წარვადგინოთ უზენაეს სასამართლოში. მე საქართველოს პარლამენტს უზენაეს სასამართლოში განსაწესებლად წარდვუდგენ ქალბატონი ანა დოლიძის კანდიდატურას. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში. ადამიანი, რომელიც გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით. იგი გამორჩეულია თავისი პრინციპული და უშიშარი პოზიციით ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ - გირგვლიანის საქმეზე წინა ხელისუფლების დროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ანა ამ მნიშვნელოვან პოსტზე შეინარჩუნებს იმ ღირებულებას და იმ პრინციპულობას, რაც მას ახასიათებდა ბევრი ჩვენთაგანივით. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი უმოკლეს ვადებში განამწესებს ქალბატონ ანას ამ სამსახურში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, ანა დოლიძე ამ დროისთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics