|
2016-03-07 09:53:08, 600 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტები თსუ-ს თვითმართველობის წინააღმდეგ დღეს აქციას გამართავენ
დღეს, 15:00 საათზე, თსუ-ს 1 კორპუსის ეზოში სტუდენტური თვითმმართელობის წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია გაიმართება. სტუდენტების განცხადებით, უკვე მრავალი წელია თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თანხების მიღების კუთხით უპირობო მონოპოლისტია: " ისინი ერთპიროვნულად სარგებლობენ საუნივერსიტეტო ფინანსებით, რომელიც ყველა სტუდენტს თანაბრად ეკუთვნის. ამის დასტურია წლების განმავლობაში ყოველ ზამთარს ტრადიციად ქცეული ,,ტრენინგ-გასვლები" თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში, რომელზეც არაადეკვატური თანხები იხარჯება იმ პირობებში, როცა მხოლოდ თსუ-ს რამდენიმე ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ფინანსური დავალიანების გამო ვერ აგრძელებს განათლების მიღებას. თსუ-ის ხელმძღვანელობაც უარს ამბობს მანკიერი ტრადიციის შეცვლაზე. დადგინდეს დასაფინანსებელი პროექტების ღირებულების ზედა ზღვარი, რათა სტუდენტურ თვითმმართველობას, როგორც ამ სფეროს მონოპოლისტს, ნაკლებად მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს დიდი ფინანსები გაუკონტროლებლად. სტუდენტური თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად საუნივერსიტეტო წარმომადგენლობით ორგანოებში (საფაკულტეტო საბჭოები, სენატი) მუშაობა განისაზღვროს; გაუქმდეს მისი ბიუროკრატიული სტრუქტურა. სტუდენტური პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხაზე დაწესდეს მკაცრი კონტროლის მექანიზმები. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დროს ე.წ დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად არ იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)