03:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 18:53:46, 757 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში კიდევ 5 ბავშვი დააბრუნეს

უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე კიდევ 5 ბავშვი დააბრუნეს. ბავშვები ლუგანსკის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონებიდან არიან, რომელთა შორის ყველაზე უმცროსი 1.5 წლისაა.

ლუბინეცის თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულმა სამხედრო მოსამსახურემ ომბუდსმენის ოფისს სთხოვა დახმარება თავისი შვილის დაბრუნებაში, რომელიც ამჟამად დედასთან ერთად იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ივლისში უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან 12 ბავშვი ოჯახებთან ერთად დააბრუნა. ოჯახების თქმით, ოკუპანტები მათ აიძულებდნენ რუსული პასპორტების აღებას და ბავშვებს ავალდებულებდნენ რუსულ სკოლებში სიარულს, სადაც ომის შესახებ პროპაგანდას ეწეოდნენ. ასევე, ექიმები არ უზრუნველყოფდნენ განსაკუთრებულ ზრუნვას  ბავშვების და მშობლებს მოუწოდებდნენ შვილები “რეაბილიტაციაზე” გაეგზავნათ, რაც ხშირად მათ დეპორტაციას გულისხმობდა.

2024 წლის აგვისტოში ორგანიზაცია Save Ukraine-მ განაცხადა, რომ ხერსონის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 23 ბავშვი დააბრუნეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან მათ 446 ბავშვის დაბრუნება მოახერხეს.

უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის თებერვლის ბოლომდე უკრაინიდან რუსეთში 19,546 ბავშვი იქნა დეპორტირებული. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ 700,000 ბავშვი წაიყვანეს. 2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას, დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის საქმეზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics