04:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 15:30:37, 340 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ამაღლობელზე - თუ იქნება აუცილებლობა კლინიკაში გადაყვანის ან სამედიცინო ჩარევის, ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება

მზია ამაღლობელის მდგომარეობას შესაბამისი უწყებები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან - თუ იქნება აუცილებლობა კლინიკაში გადაყვანის, ან სხვა ტიპის სამედიცინო ჩარევის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ყველა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია და „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის ოპოზიციონერია, რადიკალი, თუ კონკრეტული ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი“.

მაჭავარიანი ამბობს, რომ ვერ შეაფასებს მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის მისჯა, სამართლიანი იყო თუ არა.

მისივე განცხადებით, პოლიციამ ამაღლობელის დაკავებისას „მაღალი სტანდარტით“ იმოქმედა.

"რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით აკვირდებიან შესაბამისი უწყებები მის მდგომარეობას და თუ იქნება აუცილებლობა კლინიკაში გადაყვანის, ან სხვა ტიპის სამედიცინო ჩარევის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება. როგორც გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, ქალბატონი ამაღლობელის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან ის უწყებები, რომელსაც ეხება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინაიდან ჩვენთვის ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მნიშვნელოვანი. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის ოპოზიციონერია, რადიკალი, თუ რაღაა კონკრეტული ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი. ყველას ჯანმრთელობას ჩვენ ვუფრთხილდებით, ეს არის ჩვენი ვალდებულება როგორც სახელმწიფოსი. რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილებას სასამართლოს მხრიდან და ა.შ. - ეს ჩემი კომპეტენციის სფერო არ არის, მე ვერ შევაფასებ სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლიანი თუ არა. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ პირდაპირ კადრებში ვიხილეთ, როგორ გააწნა სილა ქალბატონმა მზია ამაღლობელმა პოლიციელს და პოლიციამ მაღალი სტანდარტით იმოქმედა და მოხდა მხოლოდ მისი დაკავება, განსხვავებით ძალიან წარმატებული ქვეყნებისა, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ., სადაც ასეთი კადრი რომ გვეხილა, ჩემი პირადი ვარაუდია, იქ პოლიცია გაცილებით მკაცრად იმოქმედებდა,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics