06:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 11:25:28, 387 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციის წარმომადგენლები - რეგიონში ურთულესი მდგომარეობაა მედიის თავისუფლების მიმართულებით

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და გაეწიოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის სახლთან „ლელო-საქართველოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, რომ სანქციები დაუწესდეს პირებს, რომლებიც თავისუფალ მედიაზე ზეწოლას ახორციელებენ.

„რეგიონში ურთულესი მდგომარეობაა მედიის თავისუფლების მიმართულებით.

კარგად დავინახეთ, როგორ მოხდა აჭარის ტელევიზიაში ხელისუფლების გავლენების ზრდა, დირექტორისა და ჟურნალისტების უკანონო გათავისუფლება, დაიხურა „ტვ 25“, ახლა მიმდინარეობს შეტევა ყველაზე ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მედია ორგანიზაციის გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ. ივანიშვილის ძალადობრივი საპოლიციო რეჟიმის პროვოცირებით მოხდა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის დაკავება, მას დაკავებისას პოლიციის ხელმძღვანელი ირაკლი დგებუაძე აყენებდა შეურაცხყოფას, რაზედაც არავინ დასჯილა დღემდე.

ივანიშვილის სასამართლომ ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა და პატიმრობა შეუფარდეს მზია ამაღლობელს, ის 17 დღეა შიმშილობს და დღემდე არ გაუწევიათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

აჭარაში მოქმედი პარტიები სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს, გაზეთ „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთის“ გუნდს, გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენ არ მივატოვებთ და ვიბრძოლებთ მათი თავისუფლებისთვის ბოლომდე;

მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და გაეწიოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაორგანიზაციებს:

მიეცეს სათანადო შეფასება და განხორციელდეს რეაგირება, გამოყენებული იქნას ყველა შესაძლებლობა რათა გადარჩეს მზია ამაღლობელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა;

სათანადო შეფასება მიეცეს საქართველოში, მათ შორის აჭარის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და მედიაგარემოს მდგომარეობაზე;

მოვუწოდებთ ამერიკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, დაუწესონ სანქციები იმ ადამიანებს, ვინც ახორციელებენ მედიაზე შეტევას, მზია ამაღლობელის დაკავებასა და მის მიმართ ზეწოლის განხორციელებაში მონაწილე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მოსამართლეებს, რომლებმაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ახორციელებენ სათანადო სამედიცინო სევრისების მიწოდებას მზია ამაღლობელზე”,- აცხადებენ ისინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics