06:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 11:15:40, 363 ნახვა

პოლიტიკა
მზია ამაღლობელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება - - ექსპრესნიუსის განცხადება

ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ შეშფოთებულია ჟურნალისტის, გამოცამა „ნეტგაზეთის და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

„ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი მე-17-ე დღეა შიმშილობს, არაერთი სპეციალისტი ამბობს, რომ შიმშილი მეტად საშიში და დამაზიანებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პენიდენციალური სამსახურის განცხადება მზიას ჯანმრთელობის მადგონმარეობაზე უფრო მეტ კითხვას აჩენს ვიდრე პასუხს იძლევა არსებულ კითხვაზე. სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებიდან ასევე ვიცით, რომ პენიდენციალური დაწესებულების ექიმი, მხოლოდ გარეგნულად ათვალიერებს ჟურნალისტს და რაიმე სამედიცინო მანიპულაცია მას არ უტარდება.

მზია ამაღლობელის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობის მადგომარეობაზე მთლიანად პასუხისმგებელია სახელმწიფო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. კრიმინალურ საქმიანობაში მხილებული ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის პროვოკაცია ჟურნალისტის წინააღმდეგ ემსახურებოდა, გამომცემელის დასჯას მისი საქმიანობის გამო.

ეს გარემოება საფრთხეს უჩენს ყველა თავისუფალ ჟურნალისტს, მისი საქმიანობის გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.

 მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული და უსამართლოა.

„ექსპრესნიუსმა“ განცხადება ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ასოციაციას, ორგანიზაცია „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ გაუგზავნა.

ჩვენ ვითხოვთ მზია ამაღლობელის უპირობო განთავისუფლებას. ასევე ვითხოვთ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი ვინც ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics