06:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 20:09:45, 499 ნახვა

პოლიტიკა
PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი - საქართველოს არჩევნები ჩატარდა მაღალი პოლარიზაციის ფონზე, დარღვევებმა დააზიანა ნდობა შედეგების მიმართ

PACE-ის (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის) დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ზამთრის სესიაზე, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე კრიტიკული საკითხი გამოკვეთა. მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა მაღალი პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის ფონზე, რაც მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებით იყო გამოხატული.

„ჩვენ დავაკვირდით არჩევნებს ნატოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებთან ერთად. ეს იყო პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 53.93% მიიღო, ბარიერი კიდევ ოთხმა პარტიამ გადალახა. თუმცა, იყო რიგი პრობლემები, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს,“ – განაცხადა ბულაიმ.

მისი თქმით, ფიქსირდებოდა ხმების მოსყიდვის, რამდენჯერმე ხმის მიცემისა და ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევები, განსაკუთრებით რეგიონებში. საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული კამერები და ამომრჩეველთა კონტროლის მექანიზმები საზოგადოებაში შიშისა და ზედამხედველობის განცდას აჩენდა.

„ეს დარღვევები ძირის გამოთხრას ახდენდა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და შედეგების მიმართ ნდობას. გაჩნდა კითხვები, გამოხატავდა თუ არა ეს არჩევნები ქართველი ხალხის ნამდვილ სურვილს. ასევე, შეშფოთებას იწვევს სიძულვილის ენის გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და ზოგიერთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიუკერძოებლობა,“ – აღნიშნა ბულაიმ.

PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ აუცილებელია მეტი მუშაობა საარჩევნო გარემოს გაძლიერებისთვის, რათა საქართველოს დემოკრატიული პროცესები უფრო გამჭვირვალე და სანდო იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics