06:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 20:03:41, 505 ნახვა

პოლიტიკა
ორბანი პაპუაშვილთან შეხვედრისას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, კარმელიტების მონასტერში უმასპინძლა და ბრიუსელთან დავაში საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„შეხვედრისას განხილულ იქნა პოლიტიკური თანამშრომლობა, ასევე ეკონომიკური და ენერგეტიკული საკითხები. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მშვიდობის მომხრე მთავრობის წინააღმდეგ ბრიუსელისა და ჯორჯ სოროსის ქსელის თავდასხმები უნდა შეწყდეს. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა შეწყვიტოს საქართველოს ოპოზიციის დაფინანსება. საქართველო მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მისი მიღება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს,“ - წერს კოვაჩი.

გარდა ამისა, ორბანმა ხაზი გაუსვა უნგრულ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც საერთო ღირებულებებზე, მათ შორის კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში მნიშვნელოვანია საინვესტიციო და საქმიანი ურთიერთობების გაძლიერება და ორმხრივი ვაჭრობის გაფართოება, რათა ეს პოლიტიკური კავშირების სიძლიერეს შეესაბამებოდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics