12:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-06 12:12:53, 631 ნახვა

სამართალი
ენმ: იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობია“ მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მთავრობის მიერ მისი პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება მოხდა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. 

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა ისაუბრა.
მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით:

„სასამართლოს თავმჯდომარის თანახმად, მთავრობა კერძოდ კი იუსტიციის მინისტრი მას ამ ჩანაწერით ფაქტობრივად აშანტაჟებს. სწორედ ამიტომ იუსტიციის მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა დაიკითხოს. იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით როცა მან ბატონ პაპუაშვილს „თანამშრომლობის“ ნაცვლად ვენეციის კომისიის წევრობის გაგრძელება შესთავაზა.

საქართველოს ყველა უცხოელი პარტნიორი აღნიშნავს რომ დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი როცა ბიძინა ივანიშვილს საშუალება არ მისცა ხელში ჩაეგდო რუსთავი2. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ ივანიშვილის შეტევა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევაცაა.

ბიძინა ივანიშვილის მთავრობა - გარდა იმისა რომ გააღარიბა ხალხი და ანიავებს ჩვენს სუვერენიტეტს - მასიურად ნერგავს მისი მშობლიური რუსეთისთვის დამახასიათებელ ბინძურ მეთოდებს  - მასიურ თვალთვალს და შემდეგ ადამიანების შანტაჟს. მან უშიშროების სისტემაში მოიყვანა საბჭოთა კაგებეში ნამუშევარი არაერთი კადრი - რაც თავისთავად უდიდესი საფრთხის შემცველია. ცხადია, ივანიშვილს აღნიშნული ბინძური მეთოდები ვერ უშველის. საკუთარ უნიათო და მავნებელ გუნდთან ერთად მას ქართველი ხალხი წელს უნდობლობას გამოუცხადებს და ხელისუფლებას ჩამოაშორებს",-აცხადებს გიორგი კანდელაკი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics