00:13 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 20:40:01, 765 ნახვა

სამართალი
პეტრიაშვილის დაკითხვა დასრულდა - თავდამსხმელების ვინაობა კვლავ უცნობია

ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა, რომელიც საავადმყოფოში 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.

დაკითხვის შემდეგ ადვოკატმა ლევან სამუშაიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ალექსი პეტრიაშვილმა გამომძიებელს თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

"ალექსი პეტრიაშვილმა აღიდგინა თავდასხმის დეტალები. თავდამსხმელებს ჰქონდა ჩაქუჩი და ე.წ. ბეისბოლის ბიტები, რომლითაც ისინი თავის არეში, წელზე და ტანზე ურტყამდნენ, ასევე მუცლის არეში აქვს შემავალი ჭრილობა. თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ჰქონდა მაყუჩიანი იარაღი, რადგან გასროლის ხმა დაბალი იყო. ახლა ჯერი გამოძიებაზეა. ალექსი პეტრიაშვილისთვის უცნობია იმ პირების ვინაობა, რომლებიც თავს დაესხნენ. უმოწყალოდ სცემეს, შეიძლება ითქვას, რომ მჭიდი დააცალეს, მერე ჩაქუჩით ურტყეს თავში და გონს რომ კარგავდა, მაშინ იკივლა ქალმა," - განაცხადა ლევან სამუშაიამ.

ცნობისთვის,  26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics