|
2025-01-24 08:21:32, 489 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ დონალდ ტრამპის ბრძანება დაბლოკა
სიეტლის რაიონული სასამართლოს ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ კუგენურმა დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების წესის გაუქმების შესახებ, რომელიც თებერვალში უნდა ამოქმედებულიყო, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მოსამართლის განმარტებით, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმება აშკარად არაკონსტიტუციურია. „სად იყვნენ ადვოკატები აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებისას?“ - აღნიშნა მოსამართლემ. დონალდ ტრამპი ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამასთან, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შეჩერება სურთ შტატებს, რომლებსაც „დემოკრატები“ მართავენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება აშკარად არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორების, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული პირებისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)