|
2016-03-05 15:21:12, 784 ნახვა
ეკონომიკა
სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო
მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, საფარის მონასტერთან მისასვლელ 7,2 კმ-იან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება. გზის აღდგენითი სამუშაოები პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. "საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი თვალსაზრისით. ეს არის 7 კილომეტრიანი გზა, რომლის გახსნაც მოხდება წელს. აქ დადიან ტურისტები, მომლოცველები, რეგიონის მცხოვრებლები და ყველასთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ გაკეთდეს გზა და მოეწყოს ინფრასტრუქტურა გზის გარშემო. აქ გაკეთდება გადასახედები, ავტომანქანის სადგომები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დღეს ჩვენ ასევე დავათვალიერებთ რამდენიმე საწარმოს, რომლებიც პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაიხსნა, ვეწვევით შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოს და დავესწრებით ბორჯომში ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას“, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში დაიფარება. „სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 7,2 კმ-ი, გზის საფარის სიგანე კი 5 მეტრია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 70 ადამიანი. გზის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება, რომელსაც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, 3 198 099,81 ლარია“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)