10:26 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 16:23:28, 490 ნახვა

სამართალი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია პატიმრობაში რჩება

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.

მისი განმარტებით, საქმეში რაიმე ახალი გარემოება, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების საფუძველი იქნებოდა, არ არის წარმოდგენილი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ ყველა მათგანი საქმეს დაურთო. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

ამასთან, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის აცილება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროკურორი ნუგარ ჭიტაძის თქმით, საქმეზე ახალი გარემოება არ არის გამოვლენილი, რაც აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი იქნებოდა. პროკურორი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე საუბრობდა. ამასთან, აღნიშნა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკებთან ხელი მარტივად მიუწვდება.

ამ პოზიციას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და როგორც ადვოკატმა ნინო ლომინაძემ აღნიშნა, კაციას პატიმრობაში დატოვების საფუძვლები არ არსებობს. ამასთან, ადვოკატი აცხადებდა, რომ კაცია წარსულში ნასამართლევი არ არის.

მოსამართლის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, კაციამ უარყოფითი პასუხი გასცა.

„არც ერთ შემთხვევაში... ნუ განმიმარტავთ, რადგან უდანაშაულო ვარ",- განაცხადა კაციამ.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics