11:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 14:06:34, 391 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო მედიაორგანიზაციები - გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, შეწყდეს მედიის დევნა

პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს აწერენ განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი და ონლაინ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი და შეწყვიტოს ქვეყანაში თავისუფალი მედიის დევნა.

ორგანიზაციები ასევე მოითხოვენ ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ზედმიწევნითი გამოძიების ჩატარებას.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ ეს უპრეცედენტო დევნა. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ ზედმიწევნით გამოძიებას მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ“ — წერია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერთა სია:

  1. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)
  2. პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
  3. ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ)
  4. Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT)
  5. Free Press Unlimited (FPU)
  6. იუსტიციის ფონდი ჟურნალისტებისთვის (JFJ)
  7. IMS (საერთაშორისო მედია მხარდაჭერა)
  8. მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი (MDI)
  9. მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი დასავლეთ ბალკანეთში (MDI WB)
  10. PEN International
  11. სამოქალაქო უფლებების დამცველები (CRD)
  12. ქეითი კილი, ლი ჰილსის თავმჯდომარე თავისუფალი პრესის კვლევებში, მისურის ჟურნალისტიკის სკოლა
  13. ჟურნალისტთა საზოგადოება (ვარშავა)

მზია ამაღლობელი პოლიციამ ბათუმში აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავა. ამაღლობელი პირველად სამმართველოს კედელზე სტიკერის გაკვრის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს და ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს.

ამაღლობელი იმავე ღამეს მეორედ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან არაერთგზის შეურაცხყოფის შემდეგ სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics