|
2025-01-22 15:32:16, 637 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არჩილ მუსელიანცის დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენების შესახებ და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. არჩილ მუსელიანცს ედავებიან პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების დაზიანებას, განსაკუთრებით ცეცხლის წაკიდებას. სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა და მისი უფლებები დაკავების მომენტიდან დაირღვა. მუსელიანცის თქმით, სამართალდამცველებმა ის მოტყუებით დააკავეს, ხოლო დაკითხვის ოქმზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს.
ადვოკატ დიმიტრი ვარდიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებისას სცემეს და 5 დღის განმავლობაში ადვოკატს არ მისცეს საშუალება დახმარებოდა. ვარდიაშვილი ასევე მოითხოვს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაუშვებლად იქნას ცნობილი, რადგან საპროცესო ნორმების დარღვევით არის მოპოვებული.
არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად მას ადმინისტრაციული სამართლის დარღვევა ბრალდებოდა, თუმცა შემდგომში ბრალდება სისხლის სამართლის დანაშაულად გადაკვალიფიცირდა. მუსელიანცი ახლა 187-ე მუხლის მეორე ნაწილით არის ბრალდებული, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)